რაჭული სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნებისადმი მიძღვნილი მასტერკლასი

22 ნოე 2025

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში რაჭული სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნებისადმი მიძღვნილი მასტერკლასი გაიმართა.

მასტერკლასს,  ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, რეგენტი და ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი თორნიკე სხიერელი წარუძღვა.

რაჭული ცეკვის ისტორია და დამახასიათებელი ნიშან თვისებები, სიმღერის შესრულების მანერა და ტექნიკა - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე.

როგორც ხალხური ხელოვნების სკოლაში ამბობენ, მსგავსი ღონისძიების მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და რაჭული ფოლკლორისადმი ინტერესის გაღრმავება.