რუსეთის იერიში ხარკოვზე - არის მსხვერპლი

24 ნოე 2025

ჟენევაში მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ხარკოვში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

საჰაერო თავდასხმა მოხდა სლავიანსკის ოლქზეც, სადაც  ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.