„დინამო“ ბათუმის მარცხი „დილასთან“

23 აპრ 2026

ეროვნული ლიგის მე-8 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა. „დილამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა სწრაფი გოლი იხილეს. მე-17 წუთზე ბათუმელთა კარში დანიშნული პენალტი ლაშა მენთეშაშვილმა ზუსტად შეასრულა. ამ მოგებით „დილამ“ 13 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. 

ბათუმის „დინამო“ კი 7 ქულით ცხრილის ბოლო, მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.