23 აპრ 2026
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნანტი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა შემტევმა კი ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
მე-13 წუთზე ხვიჩამ ზუსტი პენალტით ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე კი კვარაცხელიამ შეტევა თავად წამოიწყო, უსმან დემბელემ საჯარიმოსთან ბურთი დაუბრუნა, ხოლო ზუსტი დარტყმით სეზონში მესამე დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, 9.0 შეფასებით ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
26 ტურის შემდეგ პსჟ 66 ქულით ლიდერია და „ლანსს“ ოთხი ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ლიგა 1-ში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, მათგან 4 გოლი ბოლო 3 ტურში გაიტანა.
ყველა ტურნირზე კი ქართველმა ფეხბურთელმა 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დააგროვა.