23 აპრ 2026
ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა არჩილ მალაყმაძემ, აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 153 კგ დააფიქსირა, რაც მეხუთე შედეგი იყო, აკვრაში კი 183 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 336 კილოგრამით კი მან მეოთხე ადგილი დაიკავა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში გოდერძი ბერდელიძემ 125 ოქროს მედალი მოიპოვა, რამინ შამილიშვილმა კი ბრინჯაო. დღეს კონტინენტის პირველობაზე სამი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.
კაცთა შორის 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ზურაბ მსხალაძე და მანუჩარ გოგოხია იბრძოლებენ, ქალთა შორის კი ფიცარნაგზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნანა ხორავა გავა.