''ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი'' - მუსიკალური საღამო ბათუმში

23 აპრ 2026

„ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი“ - ამ სახელწოდებით გალა კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. კლასიკური მუსიკის ღონისძიებაში იტალიელი მევიოლინე, დირიჟორი - დამიანო ტონიეტი, ბანდონეონისტი - ფაბიო ფურია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ.  

ოთხ დღიანი საერთაშორისო ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.  

აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის განმარტებით, ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.