აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დღეს დასახელდება - პრემიერი

23 აპრ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დღეს დასახელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსულტაციები პრეზიდენტსა და უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის ბოლო ფაზაშია.