23 აპრ 2026
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციისა და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.
ზურაბ პატარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2016-2018 წლებში ეკავა. მანამდე ის ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო. 2018 წლიდან კი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.