23 აპრ 2026
„ნიკოლასი და მზე“ - ასე ჰქვია საბავშვო ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. პოეტმა ჯემალ სურმანიძემ კრებული შვილის ხსოვნას მიუძღვნა.
წიგნში ერთიანდება ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი საბავშვო ლექსები და ზღაპარი, რომლებიც ჯემალ სურმანიძემ შვილიშვილებსა და მათ თანატოლებს მიუძღვნა, სწორედ ისინი იყვნენ პოეტის ინსპირაცია ლექსების შექმნისას.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრებულის ილუსტრაციებზე, რომლებიც ილუსტრატორ დათო ტრაპაიძეს ეკუთვნის, კრებულის რედაქტორი კი გურანდა ნიჟარაძეა.
“ნიკოლასი და მზე“ ჯემალ სურმანიძის ავტორობით გამოცემული რიგით მეხუთე წიგნია, იგი ასევე 2 წიგნის თანაავტორია.