ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა მოახერხა მედლის მოპოვება

23 აპრ 2026

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა იასპარეზა და ორივემ მოახერხა მედლის მოპოვება. ზურაბ მსხალაძემ ატაცში 163 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე შედეგი იყო.

თუმცა აკვრაში გაცილებით უკეთ იასპარეზა. მსხალაძემ 200 კილოგრამი დაიმორჩილა და აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მსხალაძემ ვერცხლის მედალი ორჭიდის ჯამში დაიმსახურა. 

მეორე ქართველმა მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 166 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მდლობელი გახდა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია