მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება

26 ნოე 2025

„მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულები ბათუმის პირველი საჯარო სკოლა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა გახდნენ. კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულები  350-მდე ნაშრომიდან  შეარჩია. კონკურსის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია. 

გამარჯვებულმა სკოლებმა ნაშრომი ვიდეოს სახით წარადგინეს, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სახალისო სცენარები გაითამაშეს. 

გამარჯვებულებს ComCom-მა მედიაპროდუქტების შექმნისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური პრიზები, კერძოდ, ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა.

ამასთან, სკოლებში მოეწყო მედიალაბორატორიის საერთო სივრცე, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებისთვის გამოიყენებენ.