აჭარის კულტურის მინისტრის და იტალიის ელჩის შეხვედრა 

26 ნოე 2025

კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აჭარის კულტურის მინისტრმა და იტალიის ელჩთან სამუშაო შეხვედრაზე. ელისო ბოლქვაძემ და მასიმილიანო დ'ანტუონომ ისაუბრეს  ერთობლივი ღონისძიებებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა, იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე და ამ მიმართულებით ეროვნული კადრების ჩამოყალიბებაში იტალიელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას.