ევროპის სადებიუტო ჩემპიონატში ნანა ხორავამ საქართველოს რეკორდები დაამყარა

24 აპრ 2026

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 109 კგ დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. მას საპრიზო ადგილამდე სულ რაღაც ერთი კილოგრამი დააკლდა.

ხორავა აკვრაში დაძლეული 127 კილოგრამით მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 236 კილოგრამით მე-5 ადგილი დაიკავა. 

ნანა ხორავამ საქართველოს რეკორდები დაამყარა. ძალოსანმა ქვეყნის რეკორდი რომელიც მასვე ეკუთვნოდა, ატაცში 22, აკვრაში 2, ხოლო ორჭიდში 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

ხორავასთვის დიდების ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო იყო.