26 ნოე 2025
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ჭიათურაში. სამართალამდრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.