საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში

24 აპრ 2026

ბათუმში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

16 და 18 წლამდე გოგონათა შორის წრიული სისტემით, 7 ტურად. 10-დან 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი. 1

4, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები
დაფინანსდებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დაფინანსდებიან მსოფლიო თასზე და ევროპის ჩემპიონატზე შესაბამის ასაკებში.