26 ნოე 2025
არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დედა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.
არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.