ცვლილება საარჩევნო კოდექსში

26 ნოე 2025

პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო. მნიშვნელოვანი ცვლილება ემიგრანტებს შეეხება. ახალი რედაქციით არჩევნები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

ცვლილებას 76 - მომხრე და  9 - წინააღმდეგი ჰყავდა. პროექტით ასევე დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიომონიტორინგი აკრძალული იქნება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების წევრები არიან.