24 აპრ 2026
,,ფოფოდიას შვილები“ - სოფიო ბაბლუანის დოკუმენტური ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთში გაიმართა.
ფილმი თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს და ასახავს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი ახალგაზრდების ყოველდღიურობას, მათ ურთიერთობას. საერთაშორისო პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო.
ფილმი წარმოადგენს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კოპროდუქციას და შექმნილია პარიზის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით.
ფილმმა კინოფესტივალზე „რელიგია დღეს“ წარმომადგენლობითი ჯილდო მიიღო კატეგორიაში ,,რწმენის სული“.