სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დამნაშავედ ცნო

24 აპრ 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და  ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში განახორციელა, დამნაშავედ ცნო 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე ტერცია მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.