24 აპრ 2026
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური მოხალისეთა ხუთდღიან მომზადებას აგრძელებს. პროგრამა ითვალისწინებს 12 წლის ასაკიდან მოქალაქეების ჩართვას მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომლის სასწავლო კურსი კახეთში ტარდება.
საქართველოს მასშტაბით შერჩეული 100 მოხალისე გაივლის როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მომზადებას, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებას, პირველად სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, საცეცხლე და საინჟინრო მომზადებას.
მოხალისეთა რეგისტრაცია მაისში დაიწყება და ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სამოხალისეო სამსახურის ფორმირებასა და მნიშვნელობაზე თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან გამართეს, დღესვე აიპი ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის შორის მემორანდუმი გაფორმდა.