„ანატოლიის ლირიკული მემკვიდრეობა" - გალა კონცერტი  

24 აპრ 2026

„ანატოლიის ლირიკული მემკვიდრეობა“- ამ სახელწოდებით გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ფესტივალის - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ფარგლებში ჩატარდა.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტამბოლის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მუსიკოსები - სოპრანო, დილრუბა ბილგი, ბარიტონი ჯანერ აკგუნი და პიანისტი ფუგენ იგიტგილი.

მუსიკოსებმა მსმენელს მრავალფეროვანი რეპერტუარი და აღმოსავლური ლირიზმით გაჯერებული პროგრამა შესთავაზეს. ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. 

ფესტივალი 21 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილის დაიხურება. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები.

ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.