24 აპრ 2026
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური განაგრძობს მოხალისეთა ხუთ დღიან მომზადებას სამხედრო სამსახურში.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 12 წლის ასაკიდან მოქალაქეების ჩართვას მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომლის სასწავლო კურსი კახეთში ტარდება.
საქართველოს მასშტაბით შერჩეული 100 მოხალისე გაივლის, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მომზადებას, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებას, პირველად სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, საცეცხლე და საინჟინრო მომზადებას და სხვა ზოგად სასწავლო საგნებს. მოხალისეთა რეგისტრაცია მაისში დაიწყება და ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მოხალისეობრივი სამსახურის ფორმირებასა და მნიშვნელობაზე სფეროს წარმომადგენლებმა, შეხვედრა ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ბსუ-ს სტუდენტებთან გამართეს.
დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის.