24 აპრ 2026
2025-26 წლების სეზონის საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მთავარი ტიტულისთვის ერთმანეთს „ბათუმი“ და ქუთაისის „არესი“ შეერკინებიან.
„ბათუმი“ მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დაცვასთან ერთად, მის მეექვსედ მოპოვებას შეეცდება. აქამდე ზღვისპირელებს თასი 1999, 2002, 2019, 2022 და 2025 წლებში აღუმართავთ.
ხუთი ოქროს გარდა მათ ანგარიშზეა 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ქუთაისის „არესს“, 2015 წელს დაარსდა და დიდ 10-ში 2019 წელს აღზევდა.
წლევანდელი სეზონის რეგულარული გათამაშება ამ გუნდებმა პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს.
დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოსალოდნელ დაპირისპირებაზე და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრეს.