24 აპრ 2026
ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე უნდა გასულიყო 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი გობეჯიშვილი, მაგრამ ძველი ტრავმის გამიზეზების გამო, იძულებული გახდა ასპარეზობაზე უარი ეთქვა.
დასკვნითი ვარჯიშის დროს, სპორტსმენმა დაიზიანა ფეხის კუნთი. ვინაიდან შეჯიბრებამდე იყო დარჩენილი ერთი კვირა, მიუხედავად სამწვრთნელო და სამედიცინო ჯგუფის აქტიური ქმედებებისა, ვერ მოესწრო ტრავმის ლოკალიზება.
შედეგად, სამომავლო გართულებების თავიდან ასარიდებლად სპორტსმენი ჩაიხსნა შეჯიბრებიდან.