უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა

27 ნოე 2025

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები თბილისში, ავტომობილებით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით, სხვადასხვა დროს შეაჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ავტომობილების ჩხრეკის შედეგად,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.