ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა

25 აპრ 2026

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

ლიტურგიის შემდეგ მეუფე შიო მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.