მანქანის ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

27 ნოე 2025

სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 19 წლის კაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.