საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ელჩთან 

27 ნოე 2025

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.