,,კლასიკური კონცერტები  ბათუმში“ დასრულდა

25 აპრ 2026

საერთაშორისო ფესტივალი „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ გალა კონცერტით დაიხურა. „ჯადოსნური მოცარტი“ მონაწილეობდნენ იტალიელი პიანისტი, ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ალესანდრო მარანგონი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, დავით მუქერიას დირიჟორობით.
საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებდა კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის შემსრულებლები.
გალა საღამოებზე შესრულდა ცნობილი კლასიკოსების გამორჩეული ნაწარმოებები, საოპერო არიები. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.