25 აპრ 2026
2025 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 3.2 პროცენტით შემცირდა და 131 501 ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკას ასახავს.
გასული წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17 127-ს შეადგენდა.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, მიგრაციული მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი უცხოეთის მოქალაქეებს მოიცავს, სადაც უკრაინის, რუსეთის და ინდოეთის მოქალაქეები დომინირებენ. 2025 წლის მიგრაციული სტატისტიკიდან იკვეთება, რომ 2025 წელს საქართველოს 62 073 იმიგრანტი, 58 799 ემიგრანტი ჰყავდა და ქვეყანაში 3 274-ით მეტი ადამიანი დაბრუნდა.