ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

27 ნოე 2025

65-მდე გაიზარდა ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 300 მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

კომპლექსის 900-მდე მაცხოვრებელი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის.

კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობს.მედიის ცნობით, შენობებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთი ფანჯარა დალუქული იყო , ხოლო სახანძრო სიგნალიზაცია გამორთული,  რადგან მუშები რეგულარულად იყენებდნენ სახანძრო გასასვლელებს.