საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

25 აპრ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. 

სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა.

საეკლესიო მსახურების დასასრულს, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ილია II-ის საფლავი თაიგულით შეამკო.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.