25 აპრ 2026
ბათუმის სპორტის სასახლემ სუმოში ევროპის თასს უმასპინძლა. ტურნირში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ სუმოტორები პოლონეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. შეჯიბრებაში 50 ფალავანი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირი როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის ჩატარდა. საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ლევან ცაგურიას განცხადებით, ეს ტურნირი იყო ერთგვარი საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატისთვის.