კვების ობიექტების შემოწმება მკაცრდება 

31 მაი 2017

სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულ ზონებში  კვების ობიექტების შემოწმებას იწყებს. შესაბამისი მემორანდუმი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

მემორანდუმი კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.