26 აპრ 2026
სუს-ის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამშაბათიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მამუკა მდინარაძის შემცვლელს, გეკა გელაძეს პარლამენტი 28 აპრილს დაამტკიცებს.კენჭისყრამდე კი სუს-ის მომავალი ხელმძღვანელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 11 თვის განმავლობაში იკავებდა, მის სამოქმედო გეგმას და პრიორიტებს დეპუტატებს საკომიტეტო ფორმატში გააცნობს.
შვიდთვიანი მუშაობის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურიდან მთავრობაში ინაცვლებს მამუკა მდინარაძე და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად ხუთშაბათიდან დაიკავებს. მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. მთავრობის სტრუქტურას ახალი, მე-15 უწყება პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ დაემატება.
საკითხს საკანონმდებლო ორგანო ორშაბათიდან დაჩქარებული წესით განიხილავს და საბოლოოდ ოთხშაბათს დაამტკიცებს. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სხვა სამთავრობო ცვლილებებს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება არ სჭირდება.