თბილისში დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

28 ნოე 2025

დღეს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი  უნივერსიტეტთან ნაწილი კი  პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. 

დღევანდელი აქცია გასული წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირდება, როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.