26 აპრ 2026
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს მედლები გათამაშდა ვაჟთა 110 კილოგრამ წონითი კატეგორიაში. მონაწილეთა შორის უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ჩხეიძე, თუმცა სპორტსმენმა ფიცარნაგზე გასვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი წელის ტრავმა დაასახელა.
დღეს, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნული ნარების სამ წევრს ვიხილავთ. 13:00 საათზე ევროპირველობის ფიცარნაგზე +86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანი და ანასტასია გოტფრიდი იასპარეზებენ. 16:00 საათზე კი მედლისთვისთვის +110 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაქარ თურმანიძე იბრძოლებს.