26 აპრ 2026
Ბორჯომში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი და ორგანიზაციის ბორდის წევრები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს და სტუდენტებს შეხვდნენ.
Რეგიონული კონფერენციები, უკვე ერთი თვეა, ღია დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ განათლების, ასევე გამჭვირვალობის კანონით, კანონში შეტანილი ცვლილებებით და საზოგადოების პოლარიზაციის თემებით.
Სტუმრის სტატუსით შეხვედრას ესწრებოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური პრიზიორი რეზო ლაშხი და მუსიკოსი რეზო ბლიაძე.