26 აპრ 2026
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე შედეგიანი გამოდგა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის. ანასტასია გოტფრიდმა +86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი მედალი მოუპოვა.
მძიმე წონის წარმომადგენელმა ატაცში 118 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში 144 კილოგრამით მეოთხე შედეგი ჰქონდა, თუმცა ორჭიდის შედეგად 262 კილოგრამს მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მძიმე წონაში ასევე იასპარეზა მარიამ მურღვლიანმა, რომელსაც ატაცში 108 კილოგრამით მერვე შედეგი ჰქონდა, აკვრაში დაძლეულით 130 კილოგრამით მეათე ადგილი დაიკავა, ორჭიდის შედგად კი მე-9 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.
ქართველმა მძიმე წონოსანმა ბაქარ თურმანიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში შედეგიანი ჰქონდა პირველი ორი ცდა, მესამე მისვლაზე კი 225 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და მეხუთემდე დაქვეითდა, ორჭიდის ჯამში კი მეოთხე იყო. საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და შესაბამის ჩათვლაში მერვე ადგილზე გავიდა.
ატაცში ოქროს მედლით მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე. აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამინ შამილიშვილმა და არჩილ მალაყმაძემ. ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხია, ხოლო ზურაბ მსხალაძემ ოქრო მოიპოვა აკვრაში, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი. ქალთა ნაკრებიდან ატაცში ვერცხლის და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ანასტაისა გოტფრიდმა.