27 აპრ 2026
იტალიაში გამართულ ,,Sanremo Junior 2026'' საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია თხელიძემ ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა და ლაურეატი გახდა.
ახალგაზრდა მომღერალმა კონკურსზე ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა ორკესტრის თანხლებით შეასრულა.
ანასტასია თხელიძე კონკურსის ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო, მას კონკურენციას 24 ქვეყნის წარმომადგენელი მომღერალი უწევდა.