27 აპრ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების სხდომებზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ზურაბ პატარაძეს მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები 14 საათიდან დაიწყება.
დეპუტატები კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016-18 წლებში უკვე იყო.