27 აპრ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.
7 თვის შემდეგ მამუკა მდინარაძე მთავრობაში გადაინაცვლებს, იგი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ჩაიბარებს. დღესვე ბიუროს წარედგინება კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას ეხება, ამ პოსტზე მამუკა მდინარაძეა წარდგენილი.
პარალელურად, იწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურაც.
მამუკა მდინარაძის ადგილს გეკა გელაძე დაიკავებს, ხოლო გეკა გელაძეს შსს -ინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს.
პარლამენტი სამთავრობო ცვლილებების პაკეტზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს, ჯერ იქნება საკომიტეტო განხილვები, ხოლო კენჭისყრა სესიაზე ოთხშაბათს უნდა შედგეს.