ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი

29 ნოე 2025

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაჭაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინა. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყე - წიწვოვანი სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 42 ერთეული დაუფირნიშებელი მორი ჰქონდა განთავსებული.

დეპარტამენტის ინფორმაციით ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.