ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება

27 აპრ 2026

14-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი ოდესაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა.

თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად ოდესის პრიმორსკის რაიონი დაზარალდა.

დაშავებულებს შორის 10 წლის გოგონა და ერთი წლის ბიჭია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ორი სართული, ასევე  24-სართულიანი სახლის მე-15 სართული და სხვა ნაგებობები დაზიანდა.

რუსეთმა ოდესაზე თავდასხმისთვის 50-მდე დრონი გამოიყენა.