სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია

27 აპრ 2026

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება. ცვლილებები „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შედის. 

პროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივა გარდამავალ დებულებას შეიცავს, რომლის თანახმად, მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.

ამ პოსტზე პრემიე-მინისტრმა მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. იგი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ჩაიბარებს.  

პარლამენტი საკითხზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს,  საკომიტეტო  განხილვების შემდეგ ცვლილებებს ოთხშაბათს სესიაზე კენჭს უყრიან.