„ალდეს“ წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა - შალვა პაპუაშვილი ელისაშვილზე

29 ნოე 2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

 

დღეს „ალდეს“ წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.