27 აპრ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის, ზურაბ პატარაძის საკომიტეტო მოსმენები დასრულდა.
ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა და ყურადღება რეგიონის განვითარების ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა.
ზურაბ პატარაძემ ისაუბრა, რეგიონში ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის გაძლიერებაზე.
მისი თქმით, პრიორიტეტად რჩება მოსახლეობაზე ზრუნვა და რეგიონში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ცნობილია, რომ ზურაბ პატარაძის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ არის.
კომიტეტებში განხილვების დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის საკითხი დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გადავა.