27 აპრ 2026
აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე უმაღლესი საბჭო ხვალ იმსჯელებს.
პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე ჩაინიშნა. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ზურაბ პატარაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მოუსმინეს.