საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

27 აპრ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.