სანკტ-პეტერბურგში პუტინისა და არაღჩის მოლაპარაკებები გაიმართა

27 აპრ 2026

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები გამართა  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.

რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ირანელი ხალხი შეძლებს მისივე თქმით, „რთული პერიოდის“ გადატანა და მალე ირანში მშვიდობა დაისადგურებს.

რუსეთმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რომელიც  მოსკოვმა დაგმო, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად მხარეებს შუამავლობა შესთავაზა.

მოსკოვი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ასევე არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით ირანის გამდიდრებული ურანის შენახვის შესახებ, ინიციატივა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო.

გასულ წელს ირანმა მოსკოვთან 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რუსეთი ბუშერში, ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის ადგილას, ორ ახალ ბირთვულ ბლოკს აშენებს, ირანმა კი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ  „შაჰედის“ დრონები მიაწოდა.

არაღჩიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება და პუტინს მოსკოვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.